გაეროს განვითარების პროგრამა, უკრაინის აღსადგენად ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
დენის შმიგალმა, კიევში პროგრამის დირექტორს უმასპინძლა. შმიგალის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საჭიროებებს, რომლებიც უკრაინის სწრაფი აღდგენის და ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა მნიშვნელოვანი.