15 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
გვჭირდება კონკრეტიკა ევროკომისიისგან, რას გულისხმობენ ისინი დეოლიგარქიზაციაში, ვინ არის ოლიგარქი და რა ზომები უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ კონკრეტულ ოლიგარქებს - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ევროკომისიისგან საჭიროა მეტი კონკრეტიკა, თუ რას გულისხმობენ ევროპელი პარტნიორები ოლიგარქიზაციაში.

როგორც კობახიძემ "კურიერი PS-ში" საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია ევროკომისიისგან იცოდნენ თუ რა ზომებით უნდა მოხდეს დაპირისპირება კონკრეტულ ოლიგარქებთან.

"სიტყვა დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალიზირებულ მიდგომას, როდესაც საუბარია ე.წ. სისტემურ მიდგომაზე, ეს არის სინამდვილეში დეოლიგარქიზაცია. აქ საუბარია სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებაზე იმისათვის, რომ არავის არ ჰქონდეს ჭარბი გავლენის მოპოვების საშუალება, ან ჭარბი სარგებლის მიღების საშუალება სხვადასხვა სფეროში. ეს არაფერ კავშირში არ არის დეოლიგარქიზაციასთან.

სიტყვა დეოლიგარქიზაცია სწორედ ნიშნავს პერსონალიზირებულ მიდგომას. ჩვენ შეიძლება გავატაროთ სხვადასხვა რეფორმა, ტარდება კიდეც სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული, კონკურენციის სფეროში კანონმდებლობა შეიძლება დაიხვეწოს და ა.შ. მაგრამ ეს კეზერაშვილის პრობლემას ხომ არ გადაჭრის?! ამიტომ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტიკა ევროკომისიისგან, რას გულისხმობენ ისინი დეოლიგარქიზაციაში, ვინ არის ოლიგარქი და რა ზომები უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ კონკრეტულ ოლიგარქებს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები