ვინ და როგორ გაერთიანდება "ნაციონალურ მოძრაობასთან" - ამ საკითხზე ლევან ხაბეიშვილის მორიგ განცხადებას სკეპტიკურად აფასებს პოლიტიკოსების უმეტესობა. ოპოზიციის ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ისინი ამ ე.წ. ერთობაში შესვლას არ აპირებენ.
"გირჩში" მიიჩნევენ, რომ მათი კოლეგების გადაწყვეტილებაზე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციას საზოგადოებისთვის სიახლის შეთავაზება არ შეუძლია და შედეგიც მალე სახეზე იქნება. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ გუშინ კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ უახლოეს ხანებში ვიხილავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო იქნება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი აქტიური ჩართულობა მათ მხარდამჭერთა რაოდენობას გაზრდის.