15 ნოემბერი 2024,   11:12
ვრცლად
"ოცნება" რომ ძალადობას მიმართავს, ახალი არაა - ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან გამოჩნდება, რომ გმირული დაპირისპირებაა "სისხლიან რეჟიმთან" - რაქვიაშვილი

დილიდან პოლიტიკური შეფასებებით თემაა თსუ-ში, ბორჯომსა და გორში მომხდარ ინციდენტები. ოპოზიცია ძალადობას გმობს და ფაქტების ობიექტურად გამოძიებას ითხოვს. "გირჩში" ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარება შესაძლოა ოპოზიციის ნაწილსაც აწყობდეს. ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

"ეს არის საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდი, რომელიც შემოდგომიდან დაიწყება და სადაც მთავარი ამბავი იქნება ურთიერთლანძღვა - გინება, "ქართულ ოცნებას" ეს აწყობს, რადგან ლანძღვა - გინებაში მეტი რესურსი გააჩნია, გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან არავინ ილაპარაკებს ამ ფონზე რაიმე მნიშვნელოვან თემაზე, მეორე მხრივ ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან გამოჩნდება, რომ რაღაც გმირული დაპირისპირება მიდის სისხლიან რეჟიმთან, სინამდვილეში ოპოზიცია განწირული იქნება, რომ დამარცხდეს, თუ "ქართული ოცნების" ამ თამაშს აჰყვება.

"ქართული ოცნება" რომ ძალადობას მიმართავს ოპონენტების მიმართ, ახალი არაა და ასეა დიდი ხანია, მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ძალადობის კონკრეტული ეპიზოდები," - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით კი, თსუ-ში, გორსა და ბაკურიანში მომხდარი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნება" ძალადობაზე დგას.

მისივე თქმით, ქვეყანას უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი აქვს.

"ქართული ოცნება" ძალადობაზე დგას. სიახლე არაფერია, უბრალოდ სახელები იცვლება - ჯერ "ქართული მარში" იყო, შემდეგ "ალტ- ინფო", 5-6 ივლისის დაუსჯელი ძალადობა და ახლა ამ სახით მოვლენილი ახალი ინსტრუმენტი, რომ დასაჯონ ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები