საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს სკეპტიკურად უყურებს.
"გრძელდება სერიალი სათაურით "პატიმარი მიშა სააკაშვილი", რომელმაც გამოაცხადა, რომ, თურმე, ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება.თავად ოჯახის წევრი აღიარებს, ქალბატონი გიული, რომ პალატაში ვერ დგასო და პოლიტიკაში როგორ დადგება, არ ვიცი. სად არის ეს ხალხი - მათ შორის, მაინტერესებს, ის ევროპარლამენტარები, ელჩები, დემარში რომ მოხდა იუსტიციის მინისტრთან, ერთი კიდევ გაიმეორონ აბა დემარში და დახვდებათ იქ სტრასბურგის გადაწყვეტილება. სად არის ის ხალხი, ჩვენი ზოგიერთი კოლეგა, ჩვენს წინ რომ სხედან და ამბობენ, სიცოცხლის უფლება აქვს ადამიანსო - სად არიან ისინი, რატომ არ საუბრობენ, სტრასბურგმა სულელური გადაწყვეტილება მიიღოო?! ეს არის მათი რეალური სახე,"-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.