მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ბოლო ამოსუნთქვამდე დაუჭიროს მხარი საკუთარ ქვეყანას.
"დაინახა კრიტიკული სიტუაცია და გადაწყვიტა, რომ ბოლო წუთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა დაუჭიროს მხარი თავის ქვეყანას და იმ იდეალებს, რისთვისაც იბრძოდა მთელი წლები.
სიმულაცია რას ნიშნავს, ვინ დაადგინა, რომ სიმულაციაა. ამდენი ექიმი იყო, ჩამოსულების გარდა, ჩვენი, საკუთარი, საუკეთესო ექიმები. რომლებიც ჩამოსულები იყვნენ - ამერიკელი, შვეიცარიელი, ბრიტანელი და ა.შ. ისინი ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას. მე იმათ დიაგნოზებს ვეყრდნობოდი, თორემ მე ხომ არ ვსვამდი იმ დიაგნოზებს," - განაცხადა გიული ალასანიამ.