15 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
არანაირი ახალი საბუთი არ არსებობს იმის, რომ მისი მდგომარეობა უკეთესადაა - ხაბეიშვილი სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა ოპონენტების კომენტარებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და არავითარი საბუთი არ არსებობს, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებს.

"მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან ბევრ რამეს კითხულობთ - მათ შორის, ევროკავშირის რეზოლუციას და მანდ შავით თეთრზე ეწერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა. პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენდა სამწუხაროდ, ისევ მძიმეა, არანაირი ახალი საბუთი არ არსებობს იმის, რომ მისი მდგომარეობა უკეთესადაა. ძალიან მინდა, ვისურვებდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ისეთი, რომ მან შეძლოს კიდევ უფრო აქტიურად ქართულ პოლიტიკაში ჩართვა.

ეს პარტია დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს, მე ამაზე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილის, მისი დაფუძნებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა იქნება ფაქტორი ივანიშვილის დამარცხებაში,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები