"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თსუ-ში პოლიტიკის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია.
"უნივერსიტეტში პოლიტიკის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ეს პრაქტიკა წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს, 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტში, მათ შორის თსუ-ში, პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. თსუ-ში არიან პროფესორები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გამწესდნენ. თსუ-ში არის ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს და თვითონ მან არ იცის. რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით დაინიშნა. მე 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“ თავისი „გირჩელებით“ ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თსუ-ში. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი.
დიმიტრი ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი ხოშტარიასთან ერთად, მან დააორგანიზა და დააფინანსა ე.წ. პროტესტისთვის. 36 წლის LGBT აქტივისტი იყო სინამდვილეში თსუ-ში მოსული. ნებისმიერი ასეთი ადამიანი, ვინც თსუ-ში მოდის და კეზერაშვილის შავი ფულით აწყობს პროტესტს უბრალოდ არასწორ საქმეში ჩართულია.
ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია პოლარიზაცია დასრულდეს და შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. კონკრეტული ძალები არიან, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში გადადის ძალადობაში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.