თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია პროცესში მონაწილეობას არ იღებს, საქართველოს ხელისუფლებას 12 პუნქტიან რეკომენდაციას ბოლომდე შეასრულებს და ეს პროცესი ივნისის ბოლოს დასრულებული იქნება.
კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპელი პარტნიორები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საარტელოს კანდიდატის სტატუსს დამსახურებულად მიანიჭებენ.
"12 რეკომენდაცია, ე.წ გზამკვლევი, იყოს შესრულებული და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს.
ეს ჩვენი ქვეყნის დამსახურება იქნება, რადგან ამ რთულ გზაზე ხელშესახები ცვლილებები და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები რაც იყო გაკეთებული, ეს ასოცირდება 2012 წლის შემდეგ პერიოდთან და აღნიშნული 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს, ყველაფერი იქნება გაკეთებული. გადაწყვეტილებას რაც შეეხება, დამოკიდებული იქნება უკვე ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენი ქვეყანა მიიღებს აღნიშნულ სტატუსს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა აღნიშნული 12-პუნქტიანი გეგმა და ვიმსახურებდით სტატუსს, სხვათა შორის, თვითონაც აღნიშნავენ ამას, რომ თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო საქართველო და ეს რის შედეგად – ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გამოქვეყნებული მაჩვენებლებით ჩანს, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა იმ ქვეყანაზე წინ არის ბევრად, ვისაც სტატუსი მიანიჭეს. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა ამას იმსახურებდა, თუმცა მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მოგვანიჭეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა შესასრულებლად. ამას შევასრულებთ, ამასაც გავაკეთებთ და უკვე გადაწყვეტილება მათზე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.