15 ნოემბერი 2024,   11:07
ვრცლად
"ქართული ოცნების" წევრები შიდა ქართლში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან

"ქართული ოცნება" რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს.

მმართველი პარტიის ლიდერები შიდა ქართლში იმყოფებიან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან.

ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი აირჩიეს.

დღესვე შეარჩევენ ბიუროს წევრებსა და ხელმძღვანელებს ქარელსა და კასპში. თავმჯდომარეობის კანდიდატებად სამივე მუნიციპალიტეტში მერები არიან წარდგენილი. სულ ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნება 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.

დღის ამბები