230-ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი 1 ივლისიდან სახელმწიფოსგან გაზრდილ დახმარებას აიღებს.
16 წლამდე მოზარდების ყოველთვიური შემწეობა 50 ლარით გაიზარდა და 200 ლარი გახდა. სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნებისთვის ნახევარ მილიარდ ლარს დახარჯავს.
ჯანდაცვის უწყებას უკვე განსაზღვრული აქვს ის კრიტერიუმებიც, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოზარდებზე სოციალური დახმარება გაიცემა.
ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 ათას არ უნდა აღემატებოდეს. სახელმწიფო შემწეობა 2019 წლიდან ეტაპობრივად იზრდება და ის ამ დრომდე 150 ლარს შეადგენდა.