მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როდესაც ექიმები რეკომენდაციას გასცემენ, სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
"მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ვერ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, იმ მარტიივი მიზეზის გამო, რომ თუნდაც არ აქვს დღეს მას უფლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობა", ჩართავს თუ არა საკუთარ საქმიანობაში უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, მიიღებს მისგან რჩევებს, თუ რას იზამს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.
სამართლებრივი პასუხი ამ საკითხზე არის შემდეგი – მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია. როდესაც იქნება შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში, იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ არ არის არაფერი გასაკვირი," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.