საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს 600 დღის განმავლობაში ატყუებდა, რის გამოც ბოდიში უნდა მოიხადოს.
"სააკაშვილი სიმულიანტობდა 600 დღის განმავლობაში და ამ სიმულაციას სამწუხაროდ, ფართო მხარდაჭერა ჰქონდა უცხოელების მხრიდან. ყველა იმ ადამიანმა, რომლის მხარს უჭერდა სააკაშვილს ამ სიმულაციას, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ.
გვიმტკიცებდნენ, რომ 600 დღის განმავლობაში, ეს კაცი ყოველდღე კვდებოდა.ასეთი სპექტაკლი იცით ალბათ - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე და როცა ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, მას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.