15 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"ქართული ოცნება" რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს - პარტიის ლიდერები კახეთის რეგიონში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან

"ქართული ოცნება" რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. მმართველი პარტიის ლიდერები კახეთის რეგიონში იმყოფებიან და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან.

ამ წუთებში "ქართული ოცნების" კონფერენციია მიმდინარეობს თელავში, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.

თავმჯდომარეობის კანდიდატად თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილია წარდგენილი. 

დღესვე რაიონული ორგანიზავიის თავჯდომარეს აირჩევენ ახმეტაშიც. ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნება 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აირჩევენ პარტიული ორგანიზაციის თავმდჯომარეებს და ბიუროს წევრებს. 

"ავირჩევთ პარტიული ორგანიზაციის თავმდჯომარეებს და ასევე ბიუროს წევრებს. პარტიის წევრებთან ვისაუბრებთ საკითხებზე რომელბიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ვისუაბრებთ იმაზე თუ როგორ უნდა მოემზადოს ჩვენი პარტია არჩევნებისთვის," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები