15 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
როდესაც საუბარი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებდნენ, წამლავდნენ, ქვეყნის შიგნით ეს არავინ დაიჯერა, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კახიანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სერიოზულად ვერ აღიქვამს.

როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობით სიმულაციამ საერთაშორისო დონეზე ქვეყანა დააზიანა.

"არსად წასულა ბატონი სააკაშვილი - რამდენადაც შეეძლო, ყოველთვის იყო პოლიტიკაში და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მობრუნებულიყო. მის განცხადებას, რომ პოლიტიკაში ბრუნდება, ბუნებრივია, სერიოზულად არ ვუყურებ იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკოსს, მას არანაირი რესურსი აღარ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ სპექტაკლის, რომელიც დადგმული იყო მთელი ამ დროის განმავლობაში, აქვს ერთი ძალიან უარყოფითი მხარე - როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებდნენ, წამლავდნენ, კლავდნენ, ქვეყნის შიგნით ეს არავინ არ დაიჯერა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ და საერთაშორისო არენაზე ეს ყველაფერი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო. სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არაფრის მომცემი არ არის არც მისთვის და არც იმ ძალისთვის, რომელსაც წარმოადგენს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ცუდი მხარე ჰქონდა და  ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები