ხელოვანები პროკურატურას მიმართავენ - ისინი განცხადებას უწყებაში დღეს შეიტანენ. მთავარი მოთხოვნაა აუდიტის მიერ დადებული დასკვნის სამართლებრივი შესწავლა. ამის პარალელურად, ისინი საავტორო უფლებათა კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზეც საუბრობენ და პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ცოტა ხნის წინ ხელოვანებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს - ისინი იმ კანონზე საუბრობენ, რომელზეც საკანონმდებლო ორგანო მუშაობს და რომელიც საავტორო უფლებების დაცვას ეხება. ხელოვანები ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ის პრობლემები, რომლებიც მათ მრავალი წელია გააჩნიათ, თუნდაც ჰონორარების ნაწილში, დარეგულირდება და მოწესრიგდება.
"გვიკვირს, რატომ გადაწყვიტა ოპოზიციის ნაწილმა ჩვენი - ავტორების კუთვნილი ჰონორარების მითვისების სქემა. აპროტესტებენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს, რომელმაც ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენოს და ჩვენ - ავტორებს მოგვცეს არჩევანის თავისუფლება. მავანი ცდილობს ჩვენთვის პრორუსობის დაბრალებას მაშინ, როდესაც უბრალოდ ჩვენს კუთვნილ ჰონორარს ვითხოვთ როგორც საქართველოდან, ასევე ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ჩვენი მუსიკა ჟღერს.
ჩვენ უკვე დღეს ვთხოვთ და მოვთხოვთ, თხოვნით მივმართავთ პროკურატურას დეტალურად შეისწავლონ აუდიტის დასკვნა და ავტორების თანხების მითვისების საქმე, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდა „ჯი სი ეი"," - აცხადებს კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი.