15 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ვიდრე სააკაშვილის დროინდელი სახეები არ ჩამოშორდებიან "ნაცმოძრაობას", მანამდე მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ - ირაკლი კობახიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიდრე "ნაცმოძრაობის" სახეებად, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი ევლინება საზოგადოებას, მანამდე ის განწირული იქნება მარცხისთვის.

"ნაციონალურ მოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე 30% იყო და ახლა, 20%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული, "აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს და მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით ამას უკავშირდება".

თუმცა, "ნაცმოძრაობის" მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელი არის კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით რატომღაც ევროპის ქვეყნებში.

მათი ლიდერი არის მერაბიშვილი, ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც იგივე მელიამაც აღიარა და ა.შ. ეს არის "ნაცმოძრაობის" მთავარი პრობლემა, სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის "ნაცმოძრაობის" მთავარი პრობლემა, ეს დისკრედიტირებული სახეები. სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელ სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან "ნაცმოძრაობას" მანამდე, რა თქმა უნდა, ამ პარტიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, "ნაცმოძრაობა" განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე,", - განაცხადა კობახიძემ.

ავტორი : ანუკა ბუავა. 

დღის ამბები