15 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
"თუ ჩვენ იმავე სუბიექტური გარემოთი მივედით არჩევნებზე, მერე ისევ ვიყვიროთ, რომ გაყალბდა?!" - თაკო ჩარკვიანი

დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი თვლის, რომ ახლა პოლიტიკურად ყველაზე სწორი გამოსავალი არის, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ცალ-ცალკე დაბალპროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ვერაფერს ვერ მიაღწევენ.

"თუ ჩვენ იგივე სუბიექტური გარემოთი მივედით არჩევნებზე, მერე ისევ ვიყვიროთ, რომ გაყალბდა?! ჩემთვის ეს გაუგებარია. რატომ უმძიმთ ასე დაბალპროცენტიან პარტიებს, ამაზე საუბარი და რისი იმედი აქვთ?! უბრალო არითმეტიკით შეგვიძლია დავიანგარიშოთ, ვერაფერს ვერ მოვიპოვებთ თუ ოპოზიცია არ გაერთიანდა,"-აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ავტორი : ანუკა ბუავა.

დღის ამბები