საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი, ინსტიტუტის მიერ მომზადებული პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა იყო.
მომზადებული კანონპროექტით იცვლება ნდობის ჯგუფის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, იზრდება ნდობის ჯგუფის შემადგენლობა, წევრის უფლებამოსილება და დაკონკრეტებულია ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესი.
შეხვედრას პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ