15 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა და ახსნა-განმარტებების გაკეთებას არ აპირებს.

დღის ამბები