შარლ მიშელის განცხადებები შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ეს კიდევ ერთი გზავნილია, რომ ხელისუფლებამ რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, ამ შემთხევაში კი მოლოდინები პოზიტიურია.
"შარლ მიშელის მხრიდან ამ საკითხების ხაზგასმა არის საქართველოს მიმართ პოზიტიური როლის გამოყოფა, მაგრამ ეს ამავდროულად ავანსად არ უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ, რადგან მას პასუხისმგებლობა აკისრია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
"ვხედავთ რამხელა სურვილია ევროპელების მხრიდან, რომ ლისაბონიდან თბილისამდე იყოს ევროკავშირი,"- ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.
ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ ხელისულებამ ახლა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
ამასთან, შარლ მიშელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.