"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევ ნაბიჯად მიიჩნევს.
თუმცა, მისივე თქმით, ეს საქმის მხოლოდ ნახევარია და აუცილებელია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს.
"პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლობიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფოებრივი ინტერესებით, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით და ამიტომ მიიღო ეს პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება.
მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა არ არის საკმარისი, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.