გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კორეის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და წყლის მდგრადი მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.