15 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
"ნიკა გვარამია რა მუხლითაც ციხეში იჯდა, იმ მუხლით თუ ხალხს ციხეში ჩავსვამთ, ჩემი ბევრი კოლეგა იქნება დასაჭერი" - იაგო ხვიჩია

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე ოპოზიციაში განცხადებები გაკეთდა. მათი შეფასებით, ეს ის სწორი ნაბიჯი იყო, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.

"ჩემი აზრით, ამ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე რატომ არ გააკეთა. სხვა მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამია რა მუხლითაც ციხეში იჯდა, იმ მუხლით თუ ჩვენ ხალხს ციხეში ჩავსვამთ, ჩემი ბევრი კოლეგა იქნება დასაჭერი, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, იმიტომ რომ არ მეგულება ადამიანი, ვისაც ჰყოლია სამსახურებრივი მანქანა და ის არ გამოუყენებია არასამსახურებრივი მიზნით,"-განაცხადა "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა დროულად მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი არის დროში ზუსტად და ადეკვატურად მიღებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, პირველი: საქართველო, განსხვავებით მოლდოვისგან და უკრაინისგან შეფასებულ იქნა, როგორც უკან მყოფი ქვეყანა იმ თვალსაზრისით, რომ იმ ორ ქვეყანას არცერთს არ აქვს სრულად შეუსრულებელი ვალდებულება, საქართველოს კი მედიაპლურალიზმის ნაწილში აბსოლუტურად შეუსრულებლად ჩაუთვალეს 12 პუნქტიდან ამ ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ამ ქვეყნის პირველმა პირმა მიიღო სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება,"- განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები