15 ნოემბერი 2024,   11:09
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს. 

პაპუაშვილი მათ მოუწოდებს, გულწრფელი ღია და კომპრომისისკენ მიმართული დიალოგი ჰქონდეთ:

"შეთანხმება უნდა მოხდეს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის. რა როლი აქვს ზოგიერთ არასამთავრობოს ამ დროს, ვხედავთ, გარდა იმისა, რომ გაამწვავონ ურთიერთობა, ნაცვლად იმისა, რომ მოაგვარონ, ამიტომ ვნახოთ... მე ყველას მოვუწოდებ, ამ ორგანიზაციაში დასაქმებულებსაც და დამსაქმებელსაც, რომ გულწრფელი, ღია და კომპრომისისკენ მიმართული დიალოგი ჰქონდეთ,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

 

ავტორი: ანუკა ბუავა.  

დღის ამბები