15 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ყველაფერი კეთდება, რათა შეთანხმება მოხდეს, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ასეთი პროცესი გადაიყვანოს პოლიტიკურში - მაჭარაშვილი მაღაროელების პროტესტზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რაც შეუძლია სახელმწიფოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყველაფერი კეთდება, რათა შეთანხმება მოხდეს.

ასევე მისი თქმით,  "რადიკალური ოპოზიცია" და მათი პატრონები ცდილობენ, რომ ნებისმიერი ასეთი პროცესი გადაიყვანონ პოლიტიკურ პროცესში:

"როდესაც ორი მხარე არსებობს, სოციალური მოთხოვნებით ერთი მხარე და  - მეორე მხარე ადმინისტრაცია, აქ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. ამ შემთხვევაში, რაც შეუძლია სახელმწიფოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, იცით, რომ ყველაფერი კეთდება, რათა შეთანხმება მოხდეს, მაგრამ ძალიან მარტივი დასანახია, როდესაც რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, რომ ნებისმიერი ასეთი პროცესი გადაიყვანონ პოლიტიკურ პროცესში. სოროსის ჩარევა, საიას განცხადება და ა.შ. მაგაზე მიანიშნებს ზუსტად, რომ ოღონდ როგორმე, რამე რადიკალური პროცესი მოხდეს ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა თემას, უნდათ რომ ეს გადაზარდონ პოლიტიკურში,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები