15 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონის გადახდა დააკისრა

ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე Facebook-ზე წერს.

"ინფორმაციისთვის: რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი;
უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ," - წერს ლაშა კალანდაძე.

დღის ამბები