15 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
ფაქტობრივად, ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის დეპუტატის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი.

"ოდიოზური ევროპარლამენტარების ეს განცხადებაც ბუნებრივია, შემაშფოთებელია. თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები. ამ დროს გაირკვა, რომ ერთი თვის წინ ჯერ კიდევ, ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით. ანუ, საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი.

ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე.

ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

გვარამია იყო ამ ქვეყანაში პოლარიზატორი, ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა პოლარიზაციაში. პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი პოლარიზაციისკენ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

დღის ამბები