15 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
დასტურდება, რომ "კრედიტ სვისი" მოქმედებდა თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან - ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ, მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დასტურდება, რომ "კრედიტ სვისი" მოქმედებდა თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან მისივე თქმით, ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოვეგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც სამწუხაროდ ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ, მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მიმართ ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ადამიანს უბრალოდ არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც წარმოუდგენელი მოვლენაა, საქმე ეხება მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მსხვილ ბანკს, "კრედიტ სვისს", აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც ახორციელებს "კრედიტ სვისი" ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

დასტურდება, რომ "კრედიტ სვისი" მოქმედებდა თავხედურად, ელემენტარულად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან და ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ამის შემდეგ იწყება მისი ანგარიშის ძარცვა, 2008 წლიდან. ამას აკეთებს "კრედიტ სვისი" თავხედურად და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც სამწუხაროდ ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები