საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, პრემიერ-მინისტრს მოუწოდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიოს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"იძულებული ვარ, რომ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ ფორმატში. დრო აღარ ითმენს, ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქნას, რამეთუ საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რათა დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.