მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში ახლა რუსეთი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. ერთადერთი ლიდერი, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სრული მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანია. თურქეთის ლიდერმა შესაბამისი განცხადება კრემლის ტელეგრამ-არხზე ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
შეირაღებული ამბოხის დაწყების შემდეგ, რუსეთის ლიდერი თურქეთის პრეზიდენტის გარდა, ტელეფონით ესაუბრა ბელარუსის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერებს. მედიაში მხოლოდ ყაზახეთის ლიდერის განცხადება გავრცელდა. ტოკაევმა ვაგნერის ამბოხს რუსეთის შიდა საქმე უწოდა.
მოზომილია სხა ლიდერების განცხადებებიც. ეს რუსეთის შიდა საკითხია - წერს twitter-ზე ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომელიც მოვლენებს პარტნიორებთან ერთად აკვირდება.
რუსეთში დაპირისპირებულ მხარეებს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. რიში სუნაკი BBC-სთან ინტერვიუში მოკავშირეებთან კონსულტაციებს აანონსებს.
რუსეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლონეთის პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან.
ჟოზეფ ბორელის კოორდინაციით, ევროკავშირში კრიზისების რეაგირების ცენტრი გააქტიურდა. ამის შესახებ საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი twitter-ში წერს.
რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატებიც ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის საუბრობს სახელმწიფო მდივნის კომუნიკაციაზე დიდი შვიდეულის ქვეყნებთან.
რუსეთში, ვაგნერის შეიარაღებული ამბოხებების დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ სასაზღვრო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავება ურჩია.