პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელია არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ეს პრეზიდენტმა ამ დრომდე ვერ შეიგნო, ეს წარმოუდგენელია
"პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელია არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა, მეხუთე წელია მისი უფლებამოსილების, ეს არის წარმოუდგენელი. მას აქვს ვალდებულებები და იგივე შეწყალებასთან დაკავშირებით, მან იმოქმედა ვალდებულებების შესაბამისად“, – აღნიშნა კობახიძემ.