23 აგვისტო 2026,   17:25
ვრცლად
დაიწყო 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები პირველ ტურში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას შეხვდა

დაიწყო 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები პირველ ტურში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას შეხვდა, ისტორიულ გამარჯვებამდე შანსი 70-ე წუთამდე იყო, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკასთან დაძაბულ შეხვედრაში 33:23 წააგეს.

კორონავირუსით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრები პირველ ტურში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 33:23 დამარცხდა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, მასპინძელთა გუნდს ტოლი არ დაუდეს და გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ მეტოქე გუნდის სარაგბო გამოცდილებამ, და უიღბლობამ, ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთი ისტორიული შედეგის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მისცა.

ორივე გუნდმა 3-3 ლელო დადო და უმცროსი ქურციკების გამარჯვება სმითის ზუსტად დარტყმულმა ჯარიმებმა განაპირობა, რომელმაც კარში 100%-იანი მაჩვენებლი დააიქსირა და ტაქტიკური დარტყმებიც უზადოდ შეასრულა. გულდასაწყვეტია, რომ მეტოქემ ორი ლელო მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩვენს 22-ში რაქიდან ბურთი გამოგვივარდა, გარდამტეხი კი ის 8-წუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომლის დროსაც სამხრეთ აფრიკა კაცნაკლული იყო და უპირატესობის ქულებში ასახვის ნაცვლად, 13 ქულა აქეთ მივიღეთ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებმაც ერთი თვის წინ ინგლისთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ ქართულ რაგბს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. საქართველო, მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან, რომელიც ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, განსაკუთრებით მეორე ტაიმში უზარმაზარ სათამაშო უპირატესობას ფლობდა ბორჯღალოსნებმა თანატოლებს როგორც დაცვით ისე შეტევით ფაზებში აჯობა და გამარჯვებასაც იმსახურებდა.

გ ჯგუფის პირველ შეხვედრაში არგენტინამ იტალია 43:15 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. 29 ივნისს, საქართველოს დროით 18:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე სწორედ არგენტინა იქნება.

ავტორი: ოთო თევზაძე

დღის ამბები