15 ნოემბერი 2024,   11:05
ვრცლად
უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა - კახა კალაძე

უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იზრუნოს პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაზე.

„როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და იქნება საჭიროება უშიშროების საბჭოს მოწვევის, რა თქმა უნდა, ამის გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პრეზიდენტისთვისაც იქნება ცნობილი. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის საქართველო, იცით რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით თუ როგორ არის განაწილებული და გადანაწილებული.

შესაბამისად, გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები, რაც შემდეგ მოგვიანებით გამოჩნდა კიდევ უფრო. დადასტურდა ის განცხადებები, რაც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში. ეს დამოკიდებულება, რომელიც განცხადებების სახით ვიხილეთ, მოწოდებები, ყველაფერი მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. არ ვიცი, ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, თუ შეცდომებს უშვებენ, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი.

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა, უნდა იზრუნოს პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, თუნდაც რაც გუშინ ვიხილეთ და რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო. ზოგი ქვეყანაში დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა, რომ ახლა იყო თურმე შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოვაგდოთ. ვიღაცა გამოდიოდა და ომისკენ მოგვიწოდებდა. არ არის ეს სახელმწიფოებრივი მიდგომები და დამოკიდებულებები, ეს არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები