"ქართულმა ოცნებამ" კონფერენცია თბილისში გამართა და ისნისა და ნაძალადევის პარტიული ორგანიზაციები დააკომპლექტა.
"დღეს, გაიმართება ისნისა და ნაძალადევის პარტიული კონფერენციები. ამით დასრულდება თბილისში პარტიული კონფერენციების გამართვა და ჩვენ ავირჩევთ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს, აქაც პარტიის წევრებთან გვექნება საუბარი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით," - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
კონფერენციის პარალელურად, მმართველი გუნდის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.
მათივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება უსაფრთხოების სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, უადგილო იყო და ამის საჭიროება არ არსებობდა, ეს კი მათივე თქმით, დღის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა.