62 წლის ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ახლა მსოფლიოში უკვე ცნობილია, როგორც ამბოხების მეთაური და ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელი, აქამდე ცნობილი იყო, როგორც "პუტინის მზარეული."
რუსეთის ომმა უკრაინაში ერთ დროს ჩრდილში მდგომი პრიგოჟინი შესამჩნევ პოლიტიკური მოთამაშედ გამოიყვანა საზოგადოებრივ ასპარეზზე. პოლიტოლოგების თქმით, ძლიერი მეთაურის იმიჯი პრიგოჟინმა მედიაში თვითონ შექმნა და ასე არ ფიქრობენ კრემლში. ეს კი მისი უკმაყოფილების და ამბოხების მოწყობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო.
მისი ამბიცია მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში და პუტინის მზარეულიდან ძლიერ პოლიტიკოსად გადაქცეულიყო არ გამართლდა. უფრო მეტიც, პრიგოჟინი არათუ კრემლის მაგიდასთან, ქვეყნიდანაც კი გააძევეს.
კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ბელარუსში, თუმცა თვითონ გუშინ განაცხადა, რომ ის და "ვაგნერის" ჯგუფი უკრაინაში დაბრუნებას აპირებდნენ. უკანასკნელი ინფორმაციით, "ვაგნერის" დაჯგუფება ნამდვილად ტოვებს დაკავებულ ოლქებს, თუმცა სად არის კონკრეტულად პრიგოჟინი ახლა ჯერჯერობით არავინ იცის. ერთი რამ ფაქტია - სადაც არ უნდა იყოს, მისი უსაფრთხოება დაცული არ არის.
კრიმინალი მზარეულიდან პუტინის მზარეულამდე - 2000-იან წლები- ეს ის პერიოდია, როდესაც ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უახლოვდება? როგორ გადაიკვეთა მათი გზები? - 2000-იან წლებში, ქალის ძარცვისთვის დაკავებული პრიგოჟინი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოდურ პეტერბურგელ რესტორატორად გარდაიქმნა. ბიზნესმენობა ჰოთ-დოგების გაყიდვით დაიწყო და ნელ-ნელა გარშემო ბევრი გავლენიანი ნაცნობი შემოკრიბა - მინისტრები, გუბერნატორები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მის ცხოვრებაში ახლად არჩეული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაცნობით დაიწყო.
პრიგოჟინის კომპანიები ამზადებდნენ სადილსა თუ ვახშამს სახელმწიფო პირებისთვის, მათ შორის, თავად ვლადიმერ პუტინისთვის. ზუსტად ამ დროს დაარქვეს მას ზედმეტსახელი "პუტინის მზარეული", თუმცა პრიგოჟინს უფრო მეტი სურდა, ვიდრე უბრალოდ მზარეულობა. მას პოლიტიკაში ჩართვის ამბიცია ჰქონდა. სწორედ ამიტომ, საგამოძიებო მედიის ინფორმაციით, მან შექმნა ყველაზე ძლიერი და გავლენიანი "ტროლების ქარხანა". მიზანი ერთი იყო - ვლადიმერ პუტინისთვის შეეთავაზებინა ისეთი სერვისი, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შეასრულებდნენ. ეს ყველაფერი ჩუმად, კულისებიდან ეკეთებინა. როგორც ჩანს, ამას დათანხმდა ვლადიმერ პუტინიც.
სხვა ბნელი საქმეების ჩათვლით, პრიგოჟინის დოსიეშია საქმე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. ამ ბრალდებით 2018 წელს ამერიკის პროკურატურამ მას ბრალიც წაუყენა.
ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც საჯაროდ ასე ხმამაღლა გაისმა პრიგოჟინის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ის ცნობილია, როგორც "ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური. ის ამ ფაქტსაც 2022 წლამდე, ზუსტად ამ დაჯგუფებით ცდილობდა ის ამბოხის მოწყობას.
მთავარი მოვლენა რითაც "ვაგნერელებმა" მსოფლიოს მასშტაბით, სახელი გაითქვეს, როგორც სასტიკმა მებრძოლებმა იყო რუსეთის ომი უკრაინაში. ომს ისინი მოგვიანებით, მარტის დასასრულს შეუერთდნენ. ამ დროისთვის პრიგოჟინს უკვე გაფუჭებული ჰქონდა ურთიერთობა პუტინთან. საჯაროდ კრემლის გაკრიტიკება პრიგოჟინმა მისი გავლენის გაზრდის შემდეგ დაიწყო. ამისთვის მას ძალაუფლება სჭირდებოდა - მისი მოხვეჭა კი წინა ზაფხულს პატიმრების რეკრუტირებით და "ვაგნერის" დაჯგუფების შესავსებად დაიწყო. "მედიაზონის" ინფორმაციით, მან რუსეთის ციხეებიდან 23 ათასი პატიმარი გამოიყვანა და "ვაგნერის" ჯგუფს შეუერთა, შედეგად დაჯგუფებამ ომში არაერთ წარმატებას მიაღწია.
გუშინ კი ზუსტად ეს დაჯგუფება გამოიყენა კრემლისა და პუტინის წინააღმდეგ ამბოხებისთვის. პრიგოჟინის 1-დღიანი ამბოხი, როგორც დასრულდა ყველამ იხილა, თუმცა ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან ამბობენ, რომ ამ ამბოხმა კარგად აჩვენა კრემლის სისუსტეები. ამ მოვლენამ დაგვანახა რომ აშკარაა რეჟიმის რღვევა, რაზეც ხალხი აქამდე მხოლოდ სპეკულირებდა. ეს შემთხვევა შეამცირებს ნდობას პუტინის მიმართ და ხალხს აფიქრებინებს, რომ მისი შეცვლა შესაძლებელია.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუტინი და როგორ იძიებს შურს კრემლის მეთაური? - იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები კრემლში? - ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კითხვებზე ზუსტ პასუხებს დროთა განმავლობაში გავიგებთ.
ავტორი: ნათია ჩეხერია