პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და თავად გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა. მისი განცხადებით, არ შეიძლება ზოგიერთი "ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილოდ ნათქვამს" იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და თავად გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა.
"უნდა დავფიქრდეთ, რაზეა საუბარი, არასერიოზულია ამდენჯერ გამეორება. ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილოდ ნათქვამ რაღაც იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი? უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა. ჯერ ერთი, რა დამოკიდებულებაა, რომ სხვა ორგანოს უთხრა, თათბირი გამართოს თავისი სათათბირო ორგანოსთან - თავად გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა და მეორე - იქნებ ყველამ ნახოს, ვინ შედის უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში. შედის შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის. ვინმეს ჰგონია, რომ პრემიერს ყოველდღიურად არ აქვს ამ ადამიანთან კომუნიკაცია და ყოველდღიურად არ განიხილავს იმ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია? ასე რომ, ესეც ნებსით თუ უნებლიედ ისეთ განცხადებებს წარმოადგენს, რომელიც რეალობასაა აცდენილი," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.