15 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ვნახეთ გამონათქვამები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა, რომ პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი, როგორ ცდილობენ ომისკენ მოწოდებას - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნება" ოპონენტებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის სურვილში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და მაგალითად ევგენი პრიგოჟინის და ვაგნერის ერთდღიანი ამბოხის გულშემატკივრობა მოჰყავს.

"ჩვენ ვნახეთ მთელი დღის განმავლობაში გამონათქვამები, ფრაზები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა, რომ პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი, როგორ ცდილობენ ომისკენ მოწოდებას კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები. ეს არ არის სპონტანური, არამედ დაგეგმილი კამპანიაა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოებდა. ალბათ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდება, ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში ამ დროს. მთელი მსოფლიო იყო გარინდული, მათ შორის უკრაინელებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას, ყველა ლიდერი საუბრობდა, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, საქართველოდან კი აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს. ეს მხარე იყო იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები