15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
კახა ოქრიაშვილმა ახალი პოლიტიკური დავალება მიიღო და 500 კაცს, ექსტრემისტებს ნატრობს ქართულ სახელმწიფოში პოლიტიკური ვითარების ასარევად - ყოფილი "ნაცი" არ არსებობს - თამთა მეგრელიშვილი

"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის აცხადებს, რომ - "საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და "ოცნების" ირაკლებს."

მეგრელიშვილი ამბობს, რომ "ყოფილი ნაცი არ არსებობს".

მისივე განცხადებით, ორქიაშვილმა ახალი პოლიტიკური დავალება მიიღო და საქართველოში ექსტრემისტების შემოსვლას ნატრობს, პარალელურად კი, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს ემუქრება. 

"ყოფილი ნაცი არ არსებობს! ნაცი ნაცია და ხელმომწერია ყველაფერზე.

დღეს კახა ოქრიაშვილმა ახალი პოლიტიკური დავალება მიიღო და 500 კაცს, ექსტრემისტებს ნატრობს ქართულ სახელმწიფოში პოლიტიკური ვითარების ასარევად.

ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ემუქრება სიტუაციის არევის შემთხვევაში დამცველიც არავინ გეყოლებათო.

კახა ოქრიაშვილო, შენ ხარ პოლიტიკური მეძავი!

შენზეა ნათქვამი- "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა".

ვის ემუქრები, ცოტა გაიაზრე!" - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები