საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პლატფორმის - "სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალის" პრეზენტაცია გამართა. მემცენარეობა, მეცხოველეობა, აკვა კულტურა, სასურსათო ბალანსები - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რაც პორტალში შედის. საიტი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მონაცემთა ანალიზი მოახდინოს.
"საქსტატის" ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ, მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის სტატისტიკა. ამავდროულად, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, აღნიშნული მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, დღეს, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ინტერაქტიური პორტალი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახის მონაცემებს, სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ. ეს ეფუძნება კვლევებს და ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს," - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.