15 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"რუსები ხართ, მესმის ძალიან კარგად, რომ მძიმე დღეში ხართ, მორალური უპირატესობა და მორალური სიცხადე დაკარგული გაქვთ" - წითლიძე ბექა ოდიშარიას და მამუკა მდინარაძეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს და დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიმართა და მათ რუსები და პრორუსები უწოდა. 

"მინდა ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ "თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს". ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე, აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იმავეს - "თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს". დღეს დარბაზში არ არიან, იმედია მოუსმენენ. მინდა მათ ვუთხრა: რუსები ხართ, მესმის ძალიან კარგად, რომ მძიმე დღეში ხართ, იმიტომ, რომ მორალური უპირატესობა და მორალური სიცხადე დაკარგული გაქვთ, საკუთარ შვილებთან გრცხვენიათ იმის, რომ გეძახიან რუსებს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ "ვინც მათ პრორუსს დაუძახებს, ცხვირ-პირში მიიღებს".

 

დღის ამბები