პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო მოულოდნელი არ ყოფილა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ გააჟღერა, როდესაც საკითხი განხილულიც არ იყო.
"პრეზიდენტმა წარადგინა კონკრეტული პოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან მიმართებაში, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლოა, თუმცა არსებობდა ამის მოლოდინიც, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ განხილულიც არ იყო პირველი მოსმენით საკომიტეტო სხდომაზე, როდესაც პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა,რომ აპირებდა, თუ ეს ცვლილებები მხარდაჭერილი იქნებოდა, ვეტოს უფლების გამოყენებას.
ის, რაც წერილობით იქნა წარმოდგენილი ვეტოს გასამართლებლად, სცილდება იმ რეალობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 2 წელი თვალს ვადევნებდით ამ კანონმდებლობის მოქმედებას და მან თავისი არაეფექტიანობის შესახებ ყველას დაუმტკიცა," - განაცხადა გივი მიქანაძემ.