15 ნოემბერი 2024,   11:04
ვრცლად
ევროკავშირის წინააღმდეგ რომ მუშაობთ, ეს ამბავი ახლა გაიგეთ? თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა, საქართველომ სტატუსი რომ მიიღოს, ხელისუფლებას დაეხმარება და არ უნდა მიიღოსო - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და მათ ფარისევლები უწოდა. 

"როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპონირების ახალი ტენდენციაა, როდესაც ხელოვნურად, მწვავე ხმით განცხადებებს აკეთებ და მერე დარბაზიდან გარბიხარ. 

პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუისა და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის ამ დარბაზში. 

ევროკავშირის წინააღმდეგ რომ მუშაობთ, ეს ახალი ამბავი ახლა გაიგეთ? გუშინ თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა, საქართველომ სტატუსი რომ მიიღოს, ხელისუფლებას ეს ძალიან დაეხმარება და არ უნდა მიიღოსო. ეს არის სწორედ ფარისევლობა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები