ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიცია მერიასა და საკრებულოს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
ქალაქის საკრებულოს ოპოზიცია ასევე ბათუმში რუსული ბიზნესებისა და გავლენების შესახებ საუბრობს და მმართველ გუნდს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. ამ განცხადებებს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
სიტუაციის განმუხტვას დეპუტატები ცდილობდნენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობ"ა საქმეზე არ არის ორიენტირებული და სხდომებზე დესტრუქციისთვის შედის.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ყოველ სხდომაზე პროვოკაციით არის დაკავებული.