რეაგირება 2462 შეტყობინებაზე, 495 საქმეზე დაწყებული გამოძიება, 74 მხილებული პირი, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთწლიანი მუშაობა კონფერენციაზე შეაჯამა. კოკა კაციტაძის უწყებამ, მხოლოდ 12 თვის განმავლობაში არაერთი სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ერთი წლის განმავლობაში, გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო. კიდევ ერთი თემა, რაზეც კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება იყო.
კონფერენცია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა. ევროპელი პარტნიორები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობას პოზიტიურად აფასებენ. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია უწყება უფრო გაძლიერეს.
ახლადშექმნილ სამსახურს განსაკუთრებული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მმართველი გუნდის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.