ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სავარაუდოდ კიდევ ერთი წელი დარჩება თანამდებობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს ოთხმა დიპლომატმა "ევროაქტივს" განუცხადა.
ნატო-ს დიპლომატების თქმით, ალიანსი სტაბილურობასა და ერთიანობას ეძებს და ცდილობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამიტომ სავარაუდოდ, იენს სტოლტენბერგის მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
მედიის ცნობით, ნატო-ს დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ სტოლტენბერგი ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ ნატო-ს სამიტამდე გააკეთებს.