20 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
თბილისის მერმა წერეთლის პროსპექტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

რა გაკეთდა ბოლო 2 თვის განმავლობაში და როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე - წერეთლის პროსპექტზე მიმდინარე პროცესები გვიან ღამით დაათვალიერა თბილისის მერმა.

ამ ეტაპზე, სამუშაოები გზის მარცხენა მხარეს მიმდინარეობს. ჩაკეტილ მონაკვეთში თითქმის დასრულებულია გაზის, წყალმომარაგების, წყალარინების ქსელის მოწყობა, კეთდება სანიაღვრე სისტემა. მოგვიანებით ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე მხარესაც. პროექტის ჯამური ღირებულება 32 მილიონ 600 ათასი ლარია.

"მაკდონალდსიდან სტადიონამდე ქვედა ფენებში უკვე დაგებულია ასფალტი, იმიტომ რომ სამუშაოები აქ უკვე დასრულებულია. დიდუბის ხიდამდე აღნიშნული სამუშაოები ისევ მიმდინარეობს და აგვისტოში ესეც დამთავრებული იქნება. რაც შეეხება ამ პატარა მონაკვეთს, სტადიონიდან მაკდონალდსამდე პირველი ივლისის შემდეგ უკვე გაიხსნება და შესაძლებელი იქნება ამ გზის გამოყენებაც. სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს და ნოემბერში მთლიანად იქნება პროექტი დამთავრებული," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები