18 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
რუსმა გენერალმა "ვაგნერის" ჯგუფის მეთაურის გეგმების შესახებ იცოდა - "ნიუ-იორკ თაიმსი" სტატიას აქვეყნებს

რუსმა გენერალმა "ვაგნერის" ჯგუფის მეთაურის გეგმების შესახებ იცოდა - ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" აქვეყნებს.

გამოცემა წყაროდ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ასახელებს, რომლებიც ინფორმაციას ამერიკული დაზვერვისგან იღებენ. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა.

წყაროების თანახმად, არის იმის ნიშნები, რომ სხვა რუსი გენერლებიც, სავარაუდოდ, მხარს უჭერდნენ პრიგოჟინის მცდელობას, ძალის გამოყენებით შეეცვალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

ხელმძღვანელობა და პრიგოჟინი ამბოხს არ დათანხმდებოდა, რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი პირების დახმარების იმედი რომ არ ჰქონოდა.

დღის ამბები