20 სექტემბერი 2024,   04:02
ვრცლად
ცდილობდა, ყველა დარტყმა სახეში ყოფილიყო, მერე რომ დამტყობოდა - მიშა მშვილდაძე თავდამსხმელზე

"ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე მიიჩნევს, რომ თავდამსხმელების მიერ დასახელებული მოტივი - პატრიარქის გინება, არარეალურია. ის ამბობს, რომ სახის არეში განგებ ურტყამდნენ.

"გამოძიებასაც ვუთხარი და აქაც გავიმეორებ, რომ მე არ ვთვლი, რომ ის რაღაცა, რაც დაიძახა იმან , ეს იყო რეალური მოტივი. პატრიარქისთვის მე არ მიგინებია. ეს ტიპები რომ დავინახე, რაღაცნაირ მომლოდინეებს მივამსგავსე და გვერდით რომ ჩავუარე, ჩემი პარანოია არის მეთქი ჩავთვალე და არ მოვიხედე უკან, ამას ვნანობ, უნდა მომეხედა. "კარგი რა, მიშა, ნუ ფიქრობ ეგეთ რამეზე, ამდენი კამერაა, აქ ვინ დაგესხმება თავს..." [ვიფიქრე] და ზუსტად ამ დროს ეგრევე თხლაშან, ლოყაში!

ტანის არეში დარტყმა არ მიმიღია, 20 მცდელობა მაინც ჰქონდა, რომ მოერტყა და ყველას, ცდილობდა, რომ სახეში ყოფილიყო, მერე რომ დამტყობოდა," - თქვა მიშა მშვილდაძემ.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები