15 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილისნაირ "ჩმორებს" - ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილისნაირ "ჩმორებს", არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ თუ, რა თქმა უნდა, ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ იმ ფაქტებით, რომლებიც ბოლო დროს მოხდა.

"იმ პირობებში, როცა ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელიც, თავად არის ზონდერიც, ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ "ჩმორებს“, პირდაპირი მნიშვნელობით. არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ, მოვასწრებთ და მოვახერხებთ, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თავპირსაც დავალეწავთ," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები